თავში

ალასკის აეროპორკში თვითმფრინავმა მურა დათვი მოკლა - PHOTO

ალასკის აეროპორკში თვითმფრინავმა მურა დათვი მოკლა
ალასკის აეროპორკში თვითმფრინავმა მურა დათვი მოკლა - PHOTO

ალასკის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იაკუტატის აეროპორტში ბოინგ-737 ჩამოფრენისას ბილიკზე ყავისფერ დათვს დაეჯახა და მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

"ბოინგმა 737-მა მოკლა მდედრი მურა დათვი, რომელიც ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს გადმოუხტა, მაგრამ 2 წლის ბელი, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა არ დაშავებულა", - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს თვითმფრინავში მყოფი არცერთი მგზავრი ან ეკიპაჟის წევრი არ დაშავებულა, თუმცა შეჯახების შედეგად თვითმფრინავის მარცხენა ძრავი დაზიანდა.

ალასკის ტრანსპორტის დეპარტამენტის სპიკერის განცხადებით, აეროპორტის ეკიპაჟის წევრებმა ასაფრენი ბილიკი თვითმფრინავის ჩამოსვლამდე 10 წუთით ადრე გაწმინდეს და იქ არაფერი შეუმჩნევიათ, თუმცა პილოტებმა თვითმფრინავის პარკირების დროს დაინახეს, რომ ცხოველი ასაფრენი ბილიკის ცენტრიდან სულ მცირე 20 კილომეტრის მოშორებით იწვა და უეცრად ის თვითმფრინავს მიუახლოვდა.

როგორც ალასკის აეროპორტში აცხადებენ, ასაფრენ ბილიკზე ველური ბუნების ცხოველები ხშირად ჩნდებიან, თუმცა დათვი მათ პირველად ნახეს. სწორედ ამიტომ, აეროპორტის თანამშროლმები ყოველწლიურად ველური ბუნების ცხოველების მოსაგერიებლად ტრენინგებს გადიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system