თავში

ალბანეთის პრემიერ-მინისტრი კოსოვოსთან გაერთიანების მომხრეა

​ალბანეთის პრემიერ-მინისტრი კოსოვოსთან გაერთიანების მომხრეა
ალბანეთის პრემიერ-მინისტრი კოსოვოსთან გაერთიანების მომხრეა

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, ალბანეთისა და კოსოვოს გაერთიანებას ხმას მისცემს. ინფორმაციას Euractiv ავრცელებს.

ეს განცხადება რამამ ალბანეთსა და კოსოვოს შორის მთავრობათაშორისი შეხვედრის დროს, ქალაქ ელბასანში გააკეთა. ჟურნალისტების შეკითხვაზე შესაძლო გაერთიანების შესახებ, მან აღნიშნა, რომ ამას ხმას მისცემდა და მომავალში რეფერენდუმს ელის. მან დასძინა, რომ არ იცის, როდის და როგორ მოხდება ეს.

თავის მხრივ, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბერტ კურტიმ განაცხადა, რომ რეფერენდუმი ხანგრძლივი პროცესის ნაწილია, რომელიც მისი მთავრობის კონტროლის მიღმაა.

ამ განცხადებას უარყოფითად სერბეთის მთავრობა გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრმა ანოი ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ ეს არის "რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლების შელახვის საქმეში კიდევ ერთი ქვა არის“.

ამასთან, Euronews Albania-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ალბანელთა 80% ორი ქვეყნის გაერთიანების მომხრეა.

შეხვედრის დროს ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის საზღვრების დე ფაქტო მოხსნაზე. ხელი მოეწერა შეთანხმებებს ქვეყნებს შორის მოძრავი საქონლის ინსპექტირების გამარტივების, სატრანსპორტო საშუალებების სასაზღვრო კონტროლის მოხსნისა და თითოეულ ქვეყანაში გადაადგილების მსურველ მოქალაქეებისთვის ხუთწლიანი ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის შემოღების შესახებ.

ამასთან, უნივერსიტეტის დიპლომები, ისევე როგორც სოციალური უზრუნველყოფის შენატანები, აღიარებული იქნება როგორც კოსოვოში, ასევე ალბანეთში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system