თავში

ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას 5 ადამიანი ესმხვერპლა - განახლებულია

ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას 5 ადამიანი ესმხვერპ - განახლებულია
ალბანეთში 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრას 5 ადამიანი ესმხვერპლა - განახლებულია

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწიძვრა მოხდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიღუპა.  

მიწისქვეშა ბიძგები დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ძლიერი რყევები ალბანეთის მთელ სანაპიროზე იგრძნობოდა.

ნანგრევებიდან დაშავებულთა გამოყვანას სამხედროები და მაშველები ცდილობენ.

დაიბზარა სახლების კედლები, დასავლეთ დურსეში დაინგრა რესტორანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 150-მდე შენობა დაინგრა. საავადმყოფოებს უკვე ასობით ადამიანმა მიმართა.

ალბანეთში სექტემბერში მომხდარმა მიწისძვრამ ასობით სახლი დააზიანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system