თავში

ალბანეთში მესამე მიწისძვრა მოხდა

​ალბანეთში მესამე მიწისძვრა მოხდა
ალბანეთში მესამე მიწისძვრა მოხდა

ადრიატიკის ზღვაში, ალბანეთის სანაპიროსთან დღეს კიდევ ერთი, 4,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ ტირანადან 42 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ეს სამი დღის განმავლობაში უკვე ზედიზედ მესამე მიწისძვრაა.

ალბანეთში, დედაქალაქ ტირანადან ჩრდილო-დასავლეთით, 30 კილომეტრში, 6.4 მაგნიტუდის მიწისძვრა 26 ნოემბერს, გამთენიისას, 3.45-ზე მოხდა.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა. მაშველები ნანგრევებში გადარჩენილი ადამიანების და ცხედრების ამოყვანას აგრძელებენ. მათ 45 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

კიდევ ერთი, 5.5 მაგნიტუდის მიწისძვრა ალბანეთში 27 ნოემბერს მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system