თავში

ალბანეთში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ალბანეთში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო
ალბანეთში NATO-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ალბანთში NATO-ს მიერ ორგანიზებული სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ათასობით აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ჯარისკაცები იღებენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბალკანეთის დასავლეთში ეს ყველაზე მასშტაბური წვრთნა იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Seattletimes ავრცელებს. 

პოლკოვნიკი ჯოზეფ სკროკას განცხადებით, ალბანეთი NATO-ს მოკავშირეა 2009 წლიდან როგორც რეგიონალურ მასშტაბში, ასევე გლობალურად. 

"ეს ისტორიული მოვლენა იმის დემონსტრაციაა, რომ ჩვენ შეგვწევს ძალა ვიყოთ საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, დასავლეთ ბალკანეთში და შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა პოლკოვნიკმა.

სკროკას თქმით, წვრთნები სახელად DEFENDER-Europe 21კოლექტიური შესაძლებლობის კარგი მაგალითია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system