თავში

ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურის საწყისი ფასი 90 მილიონია

ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურის საწყისი ფასი 90 მილიონია
ალბერტო ჯაკომეტის სკულპტურის საწყისი ფასი  90 მილიონია

მე-20 საუკუნის ცნობილი შვეიცარიელი სკულპტორისა და მხატვრის, მოდერნისტის ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევარი ხვალ სოთბის აუქციონზე გასაყიდად გავა. სკულპტურის საწყისი ფასი 90 მილიონი დოლარია, თუმცა რეალურად რამდენს გადაიხდის მასში ახალი მფლობელი საიდუმლოდ დარჩება, რადგან ფსონი დახურული იქნება.

ვიწრო, ვერტიკალურად ძლიერ გაწელილი, თითქმის ირაციონალური ფიგურები - ეს ჯაკომეტის ძალიან ინდივიდუალური სტილია. “Grande femme I"-ის სახელწოდებით ცნობილი ქალის ბრინჯაოს ფიგურა ჯაკომეტის ცხოვრების დასასრულს, 1960 წელს შეიქმნა და მისი შემოქმედების ერთგვარ კულმინაციას წარმოადგენს. 2,68 მეტრიანი სკულპტურა ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, Chase Manhattan Plaza-ზე დასამონტაჟებელ ფიგურათა ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა, საბოლოოდ ისინი ნიუ-იორკში არ დაუყენებიათ.

2010 წლიდან სოთბის აუქციონზე ჯაკომეტის სამი სკულპტურა 100 მილიონ დოლარზე მეტად უკვე გაიყიდა. თუ “Grande femme I"-ს ფასიც ასცდება 100 მილიონს, ჯაკომეტი მეორე ხელოვანი იქნება პიკასოს შემდეგ, ვისი ნამუშევრებიც სოთბის აუქციონზე ასეთ ფასად გაიყიდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system