თავში

"ალეკ ბოლდუინი ხალხს კლავს" - ტრამპის შვილის მორიგი პროვოკაცია

"ალეკ ბოლდუინი ხალხს კლავს" - ტრამპის შვილის მორიგი პროვოკაცია
ალეკ ბოლდუინი ხალხს კლავს - ტრამპის შვილის მორიგი პროვოკაცია

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა, დონალდ ტრამპ-უმცროსმა მსახიობ ალეკ ბოლდუინის დამამცირებელი შინაარსის შემცველი წარწერის მქონე მაისურების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Vanity Fair წერს.

მაისურზე, რომელსაც ტრამპი ყიდის აწერია  იარაღი არ კლავს ხალხს, ალეკ ბოლდუინი კლავს ხალხს (Guns Don't Kill People Alec Baldwin Kills People).

მაისურის ღირებულება 27.99 აშშ დოლარია.

ბოლდუინი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის მომხრეებს ხშირად აკრიტიკებდა, რის გამოც ტრამპი და მისი მომხრეები მსახიობს მუდმივად აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიაცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system