თავში

ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ
ალეკ ბოლდუინის პირველი კომენტარი ტრაგედიის შემდეგ

მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.

"არ არსებობს სიტყვები, რომლითაც გამოვხატავ ჩემს შოკსა და მწუხარებას იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც მეუღლის, დედისა და ჩვენი ძვირფასი კოლეგის ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. პოლიციასთან სრულად ვთანამშრომლობ იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია". – წერს მსახიობი.

მანამდე კი ბოლდუინმა დაწერა, რომ გვერდით უდგას დაღუპულის ოჯახს.

"ჰალინას მეუღლესთან მუდმივად ვარ კონტაქტზე და გვერდით ვუდგავარ მას და მის ოჯახს. გულმოკლული ვარ მათი შვილისა და ყველას გამო, ვისაც ჰალინა უყვარდა" - დაწერა მსახიობმა. 

შეგახსენებთ, დღეს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი. 

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system