თავში

ალეკ ბოლდუინმა გადაღებაზე ოპერატორი მოკლა

ალეკ ბოლდუინმა გადაღებაზე ოპერატორი მოკლა
ალეკ ბოლდუინმა გადაღებაზე ოპერატორი მოკლა

ნიუ-მექსიკოს შტატში მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღი ისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას სანტა-ფეს ოლქის შერიფზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.

ინციდენტი გადაღების დროს მოხდა. იარაღში ყალბი ტყვიები უნდა ყოფილიყო.

დაჭრილია ფილმის რეჟისორი, რომელიც ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ ბოლდუინს ბრალი ჯერ არ წაუყენეს.

ამასთან, უცნობია, რატომ აღმოჩნდა იარაღში ნამდვილი ტყვიები და რატომ ესროლა ბოლდუინმა რეჟისორსა და ოპერატორს.

ნიუ-მექსიკოში ვესტერნ "Rust-ის" გადაღებები მიმდინარეობდა. ალეკ ბოლდუინი ფილმში მთავარ როლს ასრულებდა და მისი პროდიუსერიც იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system