თავში

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსში დესტაბილიზაციის გეგმა ჩავშალეთ

ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსში დესტაბილიზაციის გეგმა ჩავშალეთ
ალექსანდრე ლუკაშენკო: ბელარუსში დესტაბილიზაციის გეგმა ჩავშალეთ

ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნის დესტაბილიზაციის მასშტაბური გეგმა ჩაშალა, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან პოლიტიკური ინტერესების ფოკუსი კონცენტრირებულია ბელარუსზე.

"ჩვენ რამდენიმე ნაბიჯის განხორციელება მოვახერხეთ და წინ გავუსწარით და ბელარუსის დესტაბილიზაციისა და ქვეყანაში ერთგვარი მაიდანის მოწყობის გეგმა ჩავშალეთ. ეს არც ხუმრობაა და არც დაშინება. ასეთი იყო მიზანი. ნიღბები ჩამოვხსენით არა მხოლოდ მარიონეტებს, არამედ მათ მესვეურებს, რომლებიც ბელარუსის ფარგლებს გარეთ სხედან", – განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტის თქმით, ის არ დაუშვებს, რომ ბელარუსის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას საფრთხე დაემუქროს.

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისს ბელარუსში დააკავეს უკრაინის პრეზიდენტობის მსურველი ვიქტორ ბაბარიკო, რის გამოც ევროკავშირში შეშფოთება გამოთქვეს.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს არის დაგეგმილი. არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system