თავში

ალექსანდრე ლუკაშენკოს მოულოდნელი ინაუგურაცია იმართება

​ალექსანდრე ლუკაშენკოს მოულოდნელი ინაუგურაცია იმართება
ალექსანდრე ლუკაშენკოს მოულოდნელი ინაუგურაცია იმართება

ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად შეუდგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი ინაუგურაციის ცერემონია ამ წუთებში დამოუკიდებლობის სასახლეში იმართება.

ღონისძიებას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრება, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები, დეპუტატები, რესპუბლიკის საბჭოს წევრები, სახელმწიფო ორგანოებისა ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ბელარუსის პრეზიდენტმა ფიცი ბელარუსულ ენაზე დადო, რის შემდეგ მან სპეციალურ აქტს მოაწერა ხელი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა კი მას პრეზიდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა.

შეგასხენებთ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის თარიღი ამ დრომდე უცნობი იყო. რამდენიმე საათის წინ ქვეყნის ლიდერის პრესმდივას, ნატალია ეისმონტს ჰკითხეს, როდის გაიმართება ცერემონია, თუმცა მან უპასუხა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაციის თარიღი ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე იქნება ცნობილი.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები იმართება. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system