თავში

ალექსეი ნავალნი დღეს ბერლინიდან მოსკოვში გაფრინდება

ალექსეი ნავალნი დღეს ბერლინიდან მოსკოვში გაფრინდება
ალექსეი ნავალნი დღეს ბერლინიდან მოსკოვში გაფრინდება

კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი დღეს ბერლინის აეროპორტიდან მოსკოვში გაფრინდება. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ნავალნის ტერმინალი არ გაუვლია და გერმანიის ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ, რომელიც მას იცავს, ოპოზიციონერი პირდაპირ თვითმფრინავის ასაფრენ მოედანზე მიიყვანა.

გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით, ნავალნი ბერლინის აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:48 საათზე მივიდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system