თავში

ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის დეტალებზე საუბრობს

ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის დეტალებზე საუბრობს
ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობის დეტალებზე საუბრობს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ინსტაგრამზე" პოსტს აქვეყნებს, რომელშიც გერმანიაში ჩატარებული მკურნალობის დეტალებს იხსენებს და საკუთარ რეაბილიტაციაზე საუბრობს. 

"მოდით მოგიყვებით, როგორ მიმდინარეობს ჩემი გამოჯანმრთელება. ეს უკვე სუფთა გზაა, თუმცა არც ისე მოკლე. ყველა ამჟამინდელი პრობლემა, ის ფაქტი, რომ ჩემს ხელში ტელეფონი ქვასავით გამოუსადეგარია, და საკუთარი თავისთვის წყლის დასხმა მთლიან ატრაქციონად გადაიქცევა ხოლმე - მტკნარი სისულელეა.

აგიხსნით. ცოტა ხნის წინ, ხალხს ვერ ვცნობდი და არ მესმოდა როგორ უნდა მელაპარაკა. ყოველ დილით ექიმი მოდიოდა და მეუბნებოდა: ალექსეი, დაფა მოვიტანე, მოდით გავერკვეთ, რა სიტყვა უნდა დავწეროთ მასზე. ამან სასოწარკვეთილებისკენ მიბიძგა, რადგან მართალია უკვე  მესმოდა რა უნდოდა ექიმს, მაგრამ არ ვიცოდი სად მომეპოვა სიტყვები. თავის რა ნაწილში ჩნდება ისინი? სად უნდა მოძებნოთ სიტყვა და როგორ გააკეთოთ ისე, რომ მას რაიმე მნიშვნელობა მისცეთ? ეს ყველაფერი გაუგებარი იყო. თუმცა, მე ასევე არ ვიცოდი, როგორ გამომეხატა საკუთარი სასოწარკვეთა და ამიტომ უბრალოდ ვდუმდი. ეს მკურნალობის მხოლოდ ბოლო ეტაპია, რომელიც მახსოვს. 

ახლა, მე ვარ ბიჭი, რომელსაც კიბეებზე ჩასვლის დროს ფეხები უკანკალებს...

ასე რომ, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა  Charite University Hospital-ის საოცარმა ექიმებმა მთავარი პრობლემები უკვე მოაგვარეს...", - წერს ალექსეი ნავალნი "ინსტაგრამზე". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system