თავში

ალექსეი ნავალნი რუსეთში ჩაფრინდა

ალექსეი ნავალნი რუსეთში ჩაფრინდა
ალექსეი ნავალნი რუსეთში ჩაფრინდა

თვითმფრინავი, რომლითაც დღეს დილით, კრემლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აქტიური კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი ბერლინიდან მოსკოვში გაფრინდა, "შერემეტიევოს" აეროპორტში დაეშვა.

რუსული მედიის ცნობით, თვითმფრინავი "ვნუკოვოს" აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა ფრენისას ლაინერმა მოულოდნელად კურსი შეცვალა და "შერემეტიევოს" აეროპორტში დაჯდა.

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ...", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ.

მისი თქმით ეს ნათლად აჩვენებს იმას თუ რა ხდება რუსეთში.

"ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.

ვიცი, რომ ვარ მართალი, ვიცი, რომ ყველა ბრალდება არის მოგონილი, მე მშვიდი გულით გავალ საპასპორტო კონტროლზე და წავალ სახლში. არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გეშინოდეთ", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა "ვნუკოვის" აეროპორტში რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

მიმდინარე წლის აგვისტოში, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული და ფაქტი კრემლის მხრიდან ოპოზიციონერის მკვლელობის მცდელობად შეფასდა. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ იციდენტთან კავშირი არა აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system