თავში

ალექსეი ნავალნიმ კლინიკა "შარიტე" დატოვა

​ალექსეი ნავალნიმ კლინიკა "შარიტე" დატოვა
ალექსეი ნავალნიმ კლინიკა შარიტე დატოვა

რუსმა ოპოციზიონერმა, ალექსეი ნავალნიმ კლინიკა "შარიტე" დატოვა. ამის შესახებ "Deutsche Welle" იტყობინება.

ამჟამად პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშიში არ არის, ამიტომ ექიმებმა მისი გამოწერის გადაწყვეტილება მიიღეს.

"შარიტეში" ნავალნიმ 32 დღე გაატარა, აქედან 24 - კომაში.

შეგახსენებთ, მოსკოვში მიმავალი რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში ცუდად გახდა და ავიალაინერის სასწრაფოდ დაშვება გახდა საჭირო. ნავალნი ომსკის საავადმყოფოში ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს, საიდანაც სამკურნალოდ ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს.ერმანიაში ჩატარებულმა სამედიცინო კვლევამ დაადგინა, რომ რუსი ოპოზიციონერი ნერვული აგენტით "ნოვიჩოკით" იყო მოწამლული.

ალექსეი ნავალნი ცნობილია, როგორც კორუფციის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი, ის ვლადიმერ პუტინის პარტიას "კრიმინალებისა და ქურდების პარტიას" უწოდებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system