თავში

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
ალექსეი ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

"ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ერთად, ერთი რეისით მოფრინავდნენ, ასევე ათასობით ადამიანს, რომელიც სხვა რეისებით მიფრინავდა ვნუკოვოში და დისკომფორტი შეექმნათ...", - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ განაცხადა. 

მისმა თვითმფრინავმა აეროპორტში დაჯდომამდე მიმართულება შეიცვალა და სხვა აეროპორტში დაეშვა. 

მისი თქმით ეს ნათლად აჩვენებს იმას თუ რა ხდება რუსეთში.

"ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩამოვედი და ეს ჩემთვის საუკეთესო დღეა ბოლო 5 თვის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძალიან მაგარი ქვეყანაა და მადლობას ვუხდი ადგილობრივ ექიმებს ყველაფრისთვის.

ვიცი, რომ ვარ მართალი, ვიცი, რომ ყველა ბრალდება არის მოგონილი, მე მშვიდი გულით გავალ საპასპორტო კონტროლზე და წავალ სახლში. არაფრის მეშინია და თქვენც მოგიწოდებთ რომ არ გეშინოდეთ", - განაცხადა ალექსეი ნავალნიმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system