თავში

ალი ხამენეი: ამერიკული სანქციები კრიმინალია, ირანი არავისთვისაა საფრთხე

ალი ხამენეი: ამერიკული სანქციები კრიმინალია, ირანი არავ
ალი ხამენეი: ამერიკული სანქციები კრიმინალია, ირანი არავისთვისაა საფრთხე

ირანის სულიერი ლიდერის განცხადებით, მტრების ავი განზრახვები მარცხისთვის არის განწირული. სახელმწიფო ტელევიზიით განცხადების გაკეთებისას, აიათოლა ხამენეიმ აღნიშნა, რომ ირანის ისლამური სახელმწიფო უნდა გაძლიერდეს იმდენად, რომ წერტილი დაუსვას მისი მტრების გეგმებს. 

მან ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ირანისთვის სანქციების დაწესებაზეც გააკეთა კომენტარი.

"ეს სანქციები, არის კრიმინალური აქტი. ირანმა უნდა გამოიყენოს ამერიკული სანქციები, როგორც შანსი, რომ გახადოს მისი ეკონომიკა ნავთობის ექსპორტზე ნაკლებად დამოკიდებული და უფრო ძლიერი", - განაცხადა ალი ხამენეიმ. 

სახელმწიფო ტელევიზიაში საუბრისას, სულიერმა ლიდერმა, ასევე განმარტა, რომ ირანი, არც ერთი სხვა ქვეყნისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და მათი მთავარი მიზანი, მხოლოდ საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system