თავში

ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანთან შესახვედრად მზადაა

​ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანთან შესახვედრად მზადაა
ალიევი აცხადებს, რომ ფაშინიანთან შესახვედრად მზადაა

"ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა, ის წლის დასაწყისში სამმხრივ ფორმატში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიწვევით გაიმართა. მე მზად ვარ შევხვდე ბატონ ფაშინიანს, როდესაც ის მზად იქნება", - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE–სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს სომხეთთან "ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურს, რომლებიც ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე იქნება დაფუძნებული".

"ამრიგად, მე მზად ვარ ამ განხილვისთვის და მე მჯერა, რომ ეს შეიძლება ომის დასრულების კარგი მაჩვენებელი იყოს და იმისა, რომ ეს ფურცელი გადაბრუნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვესმის და ვხედავთ განცხადებებს, რომლებიც სომხურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში რევანშიზმის მცდელობების დემონსტრირებას, ისტორიულად და იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჩვენი კუთვნილი მიწების ხელმეორედ მიტაცების გეგმების დემონსტრირებას ახდენს. ამიტომ სომხეთის მთავრობის სერიოზული ნება, და არა მხოლოდ სიტყვები და განცხადებები, უნდა გახდეს იმის ჭეშმარიტი დემონსტრაცია, რომ ომი დასრულდა და ჩვენ მშვიდობიანი პერიოდისკენ მივდივართ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ალიევის თქმით, ისინი მზად არიან დაუყოვნებლივ დაიწყონ საზღვრების დელიმიტაცია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი დემარკაცია.

"ჩვენ ასევე გამოვაცხადეთ ჩვენი მზადყოფნა, დავიწყოთ მუშაობა სომხეთთან მომავალ [სამშვიდობო] შეთანხმებაზე”, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system