თავში

ალიევი: აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა

ალიევი: აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა
ალიევი: აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ახცადებს, რომ თუ სომხეთი აგრესიულ პოლიტიკას დაასრულებს, რეგიონში მშვიდობა დამყარდება. 

მისივე თქმით, სომხეთის პრემიერი პირობებს აყენებს, რაც აზერბაიჯანისთვის მიუღებელია. 

"როდესაც მეკითხებიან კონფლიქტის შესახებ, მე ვპასუხობ რომ ბრძოლა მიდის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რომელიც ცდილობს აღადგინოს მისი ტერიტორიული მთლიანობა და მას აქვს ამის სრული უფლება. საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხარი, რომ სომხეთი ემზადებოდა ახალი ომისთვის, სომხეთი უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ამ საკითხში მონაწილე მხარეებმა ვერ შეძლეს, სომხეთის მთავრობაზე მოეხდინათ გავლენა. თუ მათ ვერ შეაჩერეს ოკუპანტი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეაჩერებს მათ. დღეს ბრძოლის ველზე მოპოვებული უპირატესობა, ჩვენი გათავისუფლებული დასახლებები, სტრატეგიული სიმაღლეები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცი, აზერბაიჯანელი ოფიცერი პატივით ასრულებს თავის სამოქალაქო მოვალეობას. სომხეთმა უნდა დაასრულოს აგრესიის პოლიტიკა. ამის ნაცვლად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი პირობებს გვიყენებს. მან შვიდი პირობა წამოაყენა, რაზეც ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ ჩვენ უარვყოფთ ამ პირობებს. ჩვენ გვაქვს პირობა, რომ მათ უპირობოდ, სრულად და დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ჩვენი მიწები. ეს პირობა ძალაშია და თუ სომხეთის მთავრობა შეასრულებს ამ პირობას, ომი შეჩერდება, არ იქნება სისხლისღვრა, ჩვენს რეგიონში მშვიდობა დამყარდება. მე ვაცხადებდი, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდებოდა მოლაპარაკების გზით, აზერბაიჯანს აქვს ყველა რესურსი აღმოფხვრას ოკუპაცია," აღნიშნა ალიევმა. 

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system