თავში

ალიევი: დღესაც სომხეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ტერორისტები მიდიან

​ალიევი: დღესაც სომხეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ტერორისტები მიდიან
ალიევი: დღესაც სომხეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ტერორისტები მიდიან

მონაცემები სომხეთში ტერორისტული ორგანიზაციების ბანაკების არსებობის შესახებ მანამდეც გვქონდა. უპირველეს ყოვლისა, სომხეთის მიერ ოკუპირებულ აზერბაიჯანულ მიწებზე იყო PKK- ის ტერორისტული ჯგუფების ბანაკები. ჩვენ გვაქვს ახალი სადაზვერვო ინფორმაცია - ნაწილი უკვე გამოქვეყნდა პრესაში - უკვე არსებობს დოკუმენტები და აუდიო ინფორმაცია მათი მოლაპარაკებების და კონტაქტების შესახებ, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Türk-თან ინტერვიუში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

"ეს საკითხი ჩვენში ეჭვს არ იწვევდა, რადგან სომხეთი ტერორისტული ქვეყანაა. ყარაბაღის პირველი ომის დროს ათობით ტერორისტული აქტი ჩაიდინეს ჩვენ წინააღმდეგ - მეტროში, ავტობუსებში, გემებზე. ვთვლი, რომ მსოფლიომ უნდა აღიაროს სომხური ტერორი, როგორც მსოფლიოში ცნობილი ამაზრზენი ფაქტი. ადამიანი, რომელმაც საფრანგეთის აეროპორტში 1980-იან წლებში ტერაქტი მოაწყო, შემდეგ ის გაათავისუფლეს და გმირად გამოაცხადეს. ამიტომ, დღესაც სომხეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ტერორისტები მიდიან. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სომხეთი და სხვა ეროვნების წარმომადგენლები შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მიდიან სომხეთში იმისთვის, რომ აზერბაიჯანის წინააღმდეგ უსამართლო ომში მონაწილეობა მიიღონ”, - განაცხადა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system