თავში

ალიევი: ეუთო-ს მინსკის ჯგუფს კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია

ალიევი: ეუთო-ს მინსკის ჯგუფს კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი
ალიევი: ეუთო-ს მინსკის ჯგუფს კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია

12 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს საფრანგეთიდან სტეფან ვისკონტის, აშშ-ის თანათავმჯდომარეს ენდრიუ შოფერს, რუსეთის ელჩს აზერბაიჯანში მიხაილ ბოჩარნიკოვს და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს ანჯეი კასპრშიკს შეხვდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მინსკის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეუთო-ს მინსკის ჯგუფს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში არავითარი როლი არ უთამაშია.

"ჩვენი შარშანდელი შეხვედრის შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. პირველი, პანდემიამ მთლიანად შეცვალა სიტუაცია მთელ მსოფლიოში. ამასთან ერთად, სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებამ რეგიონში სრულიად ახალი ვითარება შეიქმნა. აზერბაიჯანმა მოაგვარა კონფლიქტი, რომელიც დაახლოებით 30 წელი გაგრძელდა, ამას მიაღწია ძალით და პოლიტიკური საშუალებებით. ვეთანხმები პრეზიდენტ პუტინს, ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნის მეთაურს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიად იქცა. მეც ასე ვფიქრობ. სამწუხაროდ, მინსკის ჯგუფმა არანაირი როლი არ ითამაშა კონფლიქტის მოგვარებაში. მიუხედავად ამისა, მინსკის ჯგუფს შესაბამისი მანდატი ჰქონდა 28 წლის განმავლობაში. 

ამრიგად, აზერბაიჯანმა თავად გადაწყვიტა ეს საკითხი. ბრძოლის ველზე სომხეთზე გამარჯვების მოპოვების შემდეგ, ჩვენ ვაიძულეთ ოკუპანტს, ეღიარებინა დამარცხება და ხელი მოაწერა განცხადებას, რომელიც სომხეთის დანებებად მიგვაჩნია. სომხეთის ყველა პოლიტიკური ძალა, გარდა ქვეყნის ხელისუფლებისა, ასევე ეთანხმება, რომ ეს დანებების ტოლფასია და ისინი ამას დამამცირებელ დანებებას უწოდებენ. მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ფაშინიანის დიქტატორულ რეჟიმს ეკისრება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system