თავში

ალიევი: ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ

ალიევი: ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ
ალიევი: ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ

”ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე გავჩერდეთ. ამას 10 ოქტომბრის შემდეგ ვამბობ, მას შემდეგ, რაც მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორივე მხარე შევთანხმდით. რაც უფრო მალე დასრულდება პრობლემის საომარი გზით მოგვარების ნაწილი, მით უკეთესი”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გამოცემა Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"გვინდა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავინაცვლოთ. თუმცა, სამწუხაროდ, სომხეთმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და განჯას შეუტია. 17 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტის მორიგი შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორ წუთში მათ შეთანხმება დაარღვიეს. ამიტომ, თუ დღეს ისინი შეჩერდებიან, ჩვენც გავჩერდებით და დანარჩენ სამუშაოს დიპლომატები შეასრულებენ. თუ ისინი არ გაჩერდებიან, ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system