თავში

ალიევი: საქართველოს სოფლებში აზერბაიჯანელები და სომხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ

ალიევი: საქართველოს სოფლებში აზერბაიჯანელები და სომხები გვერდიგვერდ ც
ალიევი: საქართველოს სოფლებში აზერბაიჯანელები და სომხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სომხეთი საკუთარ მოქალაქეებს აზერბაიჯანისა და თურქეთის მიმართ ისტორიულ  სიძულვილს უნერგავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

"სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა ღიად განაცხადა, რომ აზერბაიჯანელებს და სომხებს ერთად ცხოვრება არ შეუძლიათ. მაგრამ შეხედეთ როგორ ცხოვრობენ ისინი ერთად საქართველოში. საქართველოს ზოგიერთ სოფელში აზერბაიჯანელები და სომხები გვერდიგვერდ ცხოვრობენ. ასევე რუსეთში. ათასობით სომეხი ცხოვრობს აზერბაიჯანში. რატომ არის ეს შეუძლებელი მთიან ყარაბაღში? ვფიქრობ, რომ ომის შედეგად მიყენებული ჭრილობები პოლიტიკური სიბრძნით, პოლიტიკური ნებით უნდა განიკურნოს. კონფლიქტის აქტიური და ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ, ამ ჭრილობების განკურნებაში ორივე მხარემ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს იმაში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system