თავში

ალიევი: სომხეთმა ყარაბაღი უსაფრთხოების ზონად ოკუპაციაში დატოვების მიზნით გამოაცხადა

ალიევი: სომხეთმა ყარაბაღი უსაფრთხოების ზონად ოკუპაციაში დატოვების მიზნ
ალიევი: სომხეთმა ყარაბაღი უსაფრთხოების ზონად ოკუპაციაში დატოვების მიზნით გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია Sky News-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასა და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა. 

"აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდა მოლაპარაკებების პროცესს. გულწრფელად რომ გითხრათ, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის დაარსებიდან 28 წლის განმავლობაში ვმონაწილეობდით მოლაპარაკებებში. ჩვენ იმედი გვქონდა და ახლაც ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები პროგრესს და კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, სომხეთის პოზიცია საპირისპირო იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ ყოველთვის სურდათ სტატუს კვოს კონსოლიდაცია, მისი უცვლელი შენარჩუნება რათა არ დაებრუნებინათ მიწები, რომლებიც უნდა დაბრუნებულიყვნენ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციებისა და ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული პრინციპების შესაბამისად. იმედი მაქვს, რომ ბრძოლის ველზე ამ მწარე მარცხის წინაშე მყოფი სომხეთი უფრო ლოგიკურად იმოქმედებს, მოუსმენს შუამავლების რჩევებს და გულწრფელი იქნება მოლაპარაკებების მაგიდასთან. 

ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ. სომხეთმა მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიებს უსაფრთხოების ზონა უწოდა, რათა ისინი ოკუპაციაში დაეტოვებინა. ამასთან, დღევანდელი დაპირისპირება გვიჩვენებს, რომ თანამედროვე სამყაროში უსაფრთხოების ზონა არ არსებობს. უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური საშუალებებით. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტა უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარანტიებს ყველა მხარისთვის - აზერბაიჯანელების, სომხების და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვა ეროვნების პირებისათვის. 

მაგრამ, ისინი ჩვენს ქალაქებს ბომბავენ. სომხეთის შეიარაღებული ძალების იერიშის შედეგად აზერბაიჯანის 31 სამოქალაქო პირი დაიღუპა, 170 კი დაშავდა, ათასზე მეტი სახლი მთლიანად განადგურებულია ან დაზიანებულია და ეს სომხების მიერ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის შედეგად მოხდა. 

მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ პირველ რიგში,მთავარი საკითხები განვიხილოთ, როგორიცაა ოკუპაციის საკითხი, ტერიტორიების განთავისუფლება და იქ აზერბაიჯანელების დაბრუნება, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ სამშვიდობოები უნდა ჩამოვიდნენ. ეს ყველაფერი სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს, თუ მას ორივე მხარე მოაწერს ხელს, მაშინ ორივე მხარე აირჩევს ვინ იქნება ეს სამშვიდობოები. 

მოლაპარაკებები 1992 წლიდან ტარდებოდა, თუმცა პროგრესი ამ დროიდან ნულოვანია. სომხეთი ყოველთვის იყენებდა მანიპულაციურ საშუალებას მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით. მიმდინარე წლის ივლისიდან მათ სამი სამხედრო შეტევა განახორციელეს ჩვენზე. ივლისში ისინი თავს დაესხნენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას და სამხედრო პოზიციებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ყარაბაღის რეგიონიდან შორს. ეს 4 დღე გაგრძელდა, ჩვენ მათ ვუპასუხეთ. მათ ვერ მოახერხეს ტერიტორიების ოკუპაცია და ჩვენ გავჩერდით, რადგან სომხეთში სამხედრო მიზნები არ გვაქვს. 23 აგვისტოს მათ გაგზავნეს დივერსიული ჯგუფი ტერორისტული აქტის ჩასატარებლად, დაჯგუფების ლიდერი დააკავეს. სექტემბრის ბოლოს მათ დაბომბეს ჩვენი ქალაქები და მოკლეს უდანაშაულო ხალხი. პასუხი უნდა გაგვეცა. ჩვენ მოგვიწია ბრძოლა და ეს გავაკეთეთ. ამიტომ, ჩვენ მოლაპარაკებების მომხრე ვართ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system