თავში

ალიევი: ცეცხლი მას შემდეგ შეწყდება, რაც სომხეთი საკუთარი ძალების გაყვანის განრიგს წარადგენს

ალიევი: ცეცხლი მას შემდეგ შეწყდება, რაც სომხეთი საკუთარი ძალების გაყვა
ალიევი: ცეცხლი მას შემდეგ შეწყდება, რაც სომხეთი საკუთარი ძალების გაყვანის განრიგს წარადგენს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის მხოლოდ მას შემდეგ შეწყდება, რაც სომხეთი საკუთარი შეიარაღებული ძალების ტერიტორიიდან გაყვანის განრიგს წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

"მხოლოდ ერთი პირობა მაქვს. დატოვონ ჩვენი მიწები, მაგრამ არა სიტყვებით, არამედ ქმედებით. ფაშინიანმა (სომხეთის პრემიერ-მინისტრი) უნდა განაცხადოს, რომ იგი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს.

განაცხადოს, რომ ბოდიშს უხდის აზერბაიჯანელ ხალხს და, რომ ყარაბაღი არ არის სომხეთი. და ბოლო პირობა - წარადგინოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხური ჯარების გაყვანის განრიგი. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აღვადგენთ", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ ქალაქი ჯებრაილი და რეგიონის 9 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა. 

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system