თავში

ალიევი: თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს შეშლილ დიქტატორს, ამას აზერბაიჯანი გააკეთებს

ალიევი: თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს შეშლილ
ალიევი: თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს შეშლილ დიქტატორს, ამას აზერბაიჯანი გააკეთებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მშვიდობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ალიევის განცხადებით, თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს სომხეთს, მაშინ ამას აზერბაიჯანი გააკეთებს. 

"სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციები ფაშინიანის რეჟიმის ქმედებებზე თვალს ხუჭავენ. დიქტატორობა უკვე სომხეთის ოფიციალურ პოლიტიკად იქცა. ცოტა ხნის წინ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს. ორი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. იყო დაკავებები. ჟურნალისტები ციხეებში იღუპებიან. პოლიტიკურ ოპოზიციას ავიწროებენ. ფაშინიანი სომხეთის ახალი დიქტატორია. სამწუხაროდ, უფლებადამცველი ორგანიზაციები, რომლებიც თავს ციხეებში გამოკეტილი ადამინების დამცველებად ასაღებენ, ამაზე არ რეაგირებენ. ეს ორმაგი სტანდარტების დემონსტრაციაა და თუ საერთაშორისო საზოგადოება არ შეაჩერებს მათ, ამას აზერბაიჯანი გააკეთებს. გაერომ 4 რეზოლუცია მიიღო, სადაც მკაფიოდ არის მოწოდება, რომ სომხურმა არმიამ დატოვოს ჩვენი მიწა, მაგრამ სომხეთი 30 წელია იგნორირებას უკეთებს ამას,"– განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system