თავში

ალიევის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტში მესამე მხარის ჩართულობა დაუშვებელია

ალიევის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტში მესამე მხარის ჩართულობა დაუშ
ალიევის განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტში მესამე მხარის ჩართულობა დაუშვებელია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში რომელიმე მესამე მხარის ჩართულობა დაუშვებელია. ამის შესახებ ალიევმა გერმანულ ტელეკომპანია ARD-ისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

"ჩვენს გარშემო არსებული ქვეყნები ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან. ჩვენთვის ცნობილია, რომ სომხეთს ზოგიერთ მათგანის ამ ბრძოლაში ჩართვა სურს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. ეს არის ბრძოლა ჩვენსა და სომხეთს შორის და მისგან თავი ყველამ შორს უნდა დაიჭიროს", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ინტერვიუს მიმდინარეობისას, ტელეკომპანია ARD-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ბაქოში თურქი ჯარისკაცები შენიშნეს. ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქი ჯარისკაცები შესაძლოა აზერბაიჯანში მართლაც იმყოფებოდნენ, თუმცა მათი ვიზიტი სასწავლო ხასიათის იყო.

"დიახ, შესაძლოა თურქი ჯარისკაცები აქ იმყოფებოდნენ. გასულ წელს ჩვენ 10 ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩავატარეთ. თუმცა, ჩვენთან უამრავი წვრთნები ტარდება სხვა ქვეყნებიდანაც.  ჩვენ NATO-ს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროექტის მონაწილეები ვართ. ამაში გასაკვირი არაფერია. თქვენ ისინი ბაქოში ნახეთ და არა ბრძოლაში", - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ  თურქული F-16 აზერბაიჯანში წვრთნების მიზნით ჩავიდნენ და სომხეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის გამო, ქვეყანაში სოლიდარობის ნიშნად დარჩნენ, თუმცა ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებენ.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system