თავში

ალიევმა და ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

​ალიევმა და ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას
ალიევმა და ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. მისი სახელწოდებაა „შუშის დეკლარაცია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ“.

"დღეს ისტორიული დღეა. გათავისუფლებულ შუშაში ჩემს ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვმასპინძლობ. იგი მრავალჯერ ყოფილა აზერბაიჯანში, მაგრამ პირველად არის შუშაში. დღეს ხელმოწერილი ერთობლივი სამოკავშირეო დეკლარაცია ჩვენს ურთიერთობებს უმაღლეს დონეზე აყენებს. დეკლარაციის დასახელება თავისთავად მეტყველებს ამაზე. ამ დეკლარაციის ყველა პუნქტი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გარანტიაა. არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გლობალური მასშტაბით ყველაზე ახლო სახელმწიფოებია. გვაქვს შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა განვავითაროთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვის საკითხებს ეხება.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ქალაქ შუშაში თურქეთის გენერალური საკონსულო გაიხსნება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.

”ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ რეგიონში ჩვენი საქმიანობა უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system