თავში

ალიევმა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე ისაუბრა

ალიევმა ​სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე ისაუბრა
ალიევმა სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვაზე ისაუბრა

სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა ერევნისა და ბაქოს ინტერესებს პასუხობს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

"ის განცხადება, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი, ჩვენს განზრახვებზე მეტყველებს, რადგან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შედეგად მიღებული განცხადების ერთ-ერთი პუნქტი სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა იყო. ეს ის სფეროა, რომელსაც რეგიონის განვითარებისთვის მეტი დინამიზმის შეძენა, ასევე უსაფრთხოების განმტკიცება შეუძლია, რადგან სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ჩვენი მეზობლების ერების ინტერესებს შეესაბამება. დარწმუნებული ვარ, რომ მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან ჩვენს რეგიონში სატრანსპორტო დერეფნებისა და სატრანსპორტო არტერიების განშტოებების ქსელების შექმნაში", - განაცხადა ალიევმა.

ალიევის თქმით, მხარეები შედეგებზე არიან ორიენტირებულები.

"ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ორი თვე გავიდა, და ის ფაქტი, რომ დღეს მოსკოვში შეიკრიბნენ სამი ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც 9-10 ნოემბრის განცხადებას მოაწერეს ხელი, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. ეს გვაძლევს იმედს, რომ როგორც ერთხელ ვლადიმერ პუტინმა თქვა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად", - განაცხადა ალიევმა.

მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა.

ლიდერების შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა.

შეხვედრის დასასრულს ვლადიმერ პუტინმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტში რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვაზეა საუბარი, ასევე სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც აზერბაიჯანისა და სომხეთის ვიცე პრემიერები და რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე უხელმძღვანელებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system