თავში

ალიევმა სომხეთს მოსთხოვა ეპასუხა, საიდან მიიღო "ისკანდერ-ემი"

​ალიევმა სომხეთს მოსთხოვა ეპასუხა, საიდან მიიღო "ისკანდერ-ემი"

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ერევანს მოსთხოვა, აეხსნა, საიდან ჰქონდა სომხურ შეიარაღებულ ძალებს მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დროს "ისკანდერ-ემის" რაკეტები.

"საიდან მიიღო სომხეთმა ეს რაკეტები? მათ ისინი არ უნდა ჰქონოდათ. ჩვენ გვინდა პასუხი კითხვაზე, როგორ მოხვდა ეს მომაკვდინებელი იარაღი სომხების ხელში. ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია, მაგრამ მივიღებთ”, - განაცხადა აზერბაიჯანის ლიდერმა ბაქოში სამხედრო ნადავლის პარკის გახსნის დროს.

ალიევის თქმით, "ისკანდერ-ემით" სომხეთი ქალაქ შუშას განადგურებას ცდილობდა.

"ეს რაკეტები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხების ოკუპაციისგან ქალაქ შუშას გათავისუფლების შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს. ჩვენ საკმარისი მონაცემები გვაქვს, მაგრამ ოფიციალურ განცხადებას ველოდებით", - დასძინა ალიევმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system