თავში

ალიშა კისი ამბობს, რომ 2020 Grammy Awards პოლიტიკური იქნება

ალიშა კისი ამბობს, რომ 2020 Grammy Awards პოლიტიკური იქნება
ალიშა კისი ამბობს, რომ 2020 Grammy Awards პოლიტიკური იქნება

მომღერალი და მუსიკოსი ალიშა კისი ფიქრობს, რომ 2020 წლის გრემის დაჯილდოება პოლიტიკური იქნება, არტისტებს კი შეუძლიათ "საკუთარი სიმართლე" თქვან. მომღერალმა ამის შესახებ ბილბორდებთან ისაუბრა. კითხვაზე, თვლიდა თუ არა ის, რომ გრემი პოლიტიკურ სახეს მიიღებს, კისმა უპასუხა, ”ნამდვილად”. 

"ხელოვნება უნდა იყოს იმის შესახებ, რომ მოჰყვე რა ხდება შენს ცხოვრებაში, მსოფლიოში, მოჰყვე საკუთარი გამოცდილება. ჩვენ ნამდვილად გარდამავალ, მნიშვნელოვანი წელი გვექნება”, - დასძინა მან და სავარაუდოდ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ჰქონდა მხედველობაში.

ალიშა კისი 15 გრემის მფლობელია. 2018 წელს კი ის ათწლეულების მანძილზე პირველი ქალი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოებას უმასპინძლა.     


                               

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system