თავში

ალმათის ცენტრში სროლა დაიწყო

ალმათის ცენტრში სროლა დაიწყო
ალმათის ცენტრში სროლა დაიწყო

ალმათის ცენტრალურ მოედანზე ინტენსიური სრულა  დაიწყო. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ტერორისტული საფრთხის კრიტიკული - წითელი - დონე შემოიღო.

ამბოხებულებმა ალმათის ტელეკომპანია Mir-ის შენობაში ბარიკადები მოაწყვეს.

მედიის ცნობით,  შემთხვევის ადგილზე არიან დაშავებულები, გარდაცვლილთა ცხედრები კი ქუჩაშია მოფენილი.

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი რესპუბლიკის ყველა რეგიონში აღდგენილია და ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს.

ცნობისთვის, ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ყაზახეთში საპროტესტო აქციების შედეგად უკვე ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system