თავში

ალმათიში დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

​ალმათიში დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ
ალმათიში დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციას მიიღებენ

ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახები კომპენსაციის სახით დაახლოებით 10,5 ათას დოლარს მიიღებენ. სათანადო ფინანსური დახმარება ასევე ყველა დაზარალებულს გაეწევა. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა, ასკარ მამინმა განაცხადა.

მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა. პრემიერმა ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაკატასროფის წინასასამართლო გამოძიების ჩატარება დაავალა.

"ავარიის გამომწვევი მიზეზების შემსწავლელი სამთავრობო კომისიამ წინასწარი შედეგები 2020 წლის 10 იანვრისთვის უნდა წარმოადგინოს", - განაცხადა მამინმა. 

ავიაკატასროფის შესახებ ახალი დეტალების შესახებ ალმათის აეროპორტში განაცხადეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან ერთ წუთში გაქრა.

"საჰაერო ხომალდი რადარებიდან 7:22 გაქრა, განგაში 7:25 გამოცხადდა", - აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის, Fokker-100-ის შავი ყუთი უკვე ნაპოვნია. ამჟამად მისი შესწავლა მიმდინარეობს.

ავიაკომპანია Bek Air, რომელსაც თვითმფრინავი ეკუთვნის, ოპერირებას დროებით წყვეტს. კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომ 31 დეკემბრის ჩათვლით ყველა რეისზე მგზავრებს ბილეთის საფასურს დაუბრუნებს.

ყაზახეთში, ქალაქ ალმათის სიახლოვეს ავიაკომპანია Bek Air-ის სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი, რომლიც ალმათიდან დედაქალაქ ნურსულთანისკენ მიემართებოდა, თუმცა ალმათი აეროპორტიდან აფრენისას დროს სიმაღლე დაკარგა და შენობას შეეჯახა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, ქალაქ ალმათიში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 49 დაშავდა. უწყება სიას აქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system