თავში

ალმათიში მანქანებში ადამიანების ძვლებს პოულობენ

​ალმათიში მანქანებში ადამიანების ძვლებს პოულობენ
ალმათიში მანქანებში ადამიანების ძვლებს პოულობენ

ყაზახეთში არეულობები დასრულდა, მაგრამ მათი საშინელი შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა. ჟურნალისტებმა ალმათიში აღმოაჩინეს ავტოსადგომი, სადაც 140-ზე მეტი დაზიანებული მანქანა და სპეცტექნიკა დგას. ზოგიერთი მათგანის სალონებში ადამიანის ნაშთები იპოვეს. სადგომის მუშაკებმა 18 გარდაცვლილის ცხედარი უკვე ამოიყვანეს .

5 იანვრიდან ამ ავტოსადგომზე 140 მანქანი მიიყვანეს. 47 დამწვარია, 48 - დაცხრილული.

დაზიანებულ მანქანებს შორისაა საინკასატორო, სასწრაფო დახმარების მანქანები, ერთი ავტობუსი და ქალაქის სხვა სამსახურების სატრანსპორტო საშუალებები.

ცნობისთვის, 11 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ალიხან სმაილოვი დანიშნა.

5 იანვარს ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.

თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა. ალმათში და დასავლეთ მანგისთაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე "კომენდანტის საათი" დაწესდა. გარდა ამისა აიკრძალა მასობრივი შეკრებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system