თავში

ამან ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია - ბრიტნი სპირსი

ამან ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია - ბრიტნი სპირს
ამან ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია - ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ ის სცენაზე არ დაბრუნდება, ვიდრე მის კარიერას და ცხოვრებას მამამისი აკონტროლებს.

"ამ მეურვეობამ ჩემი ოცნებები მოკლა, ერთადერთი რაც გამაჩნია იმედია," - აცხადებს ბრიტნი.

პოპვარსკვლავის თქმით, ეს მდგომარეობა შეურაცხმყოფელია.

"იმის ნაცვლად რომ ვეგასის სცენაზე ვიდგე, ვიდეოებს ვაზიარებ ჩემი ოთახიდან, არ ვაპირებ მაკიაჟი გავიკეთო და კვლავ პერფორმანსები ვაკეთო, იმ პირობებში, როცა უკვე წლებია ჩემი სიმღერების რემიქსებსაც კი ვერ ვწყვეტ დამოუკიდებლად," - აცხადებს ბრიტნი.

სუპერვარსკვლავს არ მოსწონს, რომ დოკუმენტურ ფილმები მუდმივად აჩვენებენ მისი ცხოვრების დამამცირებელ, მძიმე ეპიზოდებს. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ უკან მოიტოვა. 

ეგახსენებთ, ამერიკელმა მომღერალმა ბრიტნი სპირსმა სასამართლო სხდომაზე მამამისის მეურვეობისგან სრულად გათავისუფლება მოითხოვა.

ბოლო სასამართლოზე ბრიტნი სპირსმა განაცხადა, რომ მისი მეურვე, საკუთარი მამა სინამდვილეში მის ექსპლუატაციას ეწეოდა და მკაცრად აკონტროლებდა. მამა შვილს მესამე შვილის ყოლის უფლებას არ აძლევდა, უკრძალავდა შეყვარებულთან ურთიერთობას, აიძულებდა, გაემართა კონცერტები, დასვენების საშუალებას არ აძლევდა და აიძულებდა, ნარკოტიკული საშუალებები მიეღო. მომღერალი ახლა სასამართლოს გზით მამის მეურვეობის ანულირებას ცდილობს.

38 წლის ბრიტნის მამა ჯეიმისპირსი უკვე 12 წელია შვილის მეურვეა. 2008 წელს მას ეს უფლებამოსილება სასამართლომ მიანიჭა, მას შემდეგ რაც ბრიტნი სპირსი, რომელსაც იმ დროისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რამდენიმე სკანდალურ ინციდენტში გაეხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system