თავში

ამანდა სეიფრიდი და თომას სადოსიკი ვაჟის მშობლები გახდნენ

ამანდა სეიფრიდი და თომას სადოსიკი ვაჟის მშობლები გახდნენ
ამანდა სეიფრიდი და თომას სადოსიკი ვაჟის მშობლები გახდნენ

ამერიკელმა მსახიობმა, მომღერალმა და მოდელმა ამანდა სეიფრიდმა და მისმა ქმარმა თომას სადოსიკმა მეორე ბავშვის დაბადება თაყვანისმცემლებს მოულოდნელად აცნობეს. ამის შესახებ Mirror წერს.

ვარსკვლავურმა წყვილმა, რომლებსაც 3 წლის ქალიშვილი ნინა ჰყავთ, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მათ ვაჟი შეეძინათ.

სეიფრიდმა სოციალურ ქსელში ორსულობის დროს გადაღებული ფოტო ატვირთა წარწერით, "მანამდე". 

თომასმა და ამანდამ თავიანთი ბედნიერის შესახებ პირველებს ორ საქველმოქმედო ორგანიზაციას აცნობეს, რომლებსაც მხარს უჭერენ.

წყვილს არასამთავრობო ორგანიზაცია War Child USA-მა საკუთარ გვერდზე ვაჟის დაბადება მიულოცა.

"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ელჩები, ამანდა სეიფრიდი და თომას სადოსიკი კიდევ ერთხელ გახდნენ მშობლები, სასიამოვნოა, რომ ჩვენთან თანამშრომლობთ", - განაცხადა War Child USA-მა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ ის კიდევ აპირებს ბავშვის გაჩენას, თუმცა ჯერ ამისთვის მზად არ არის.

"მე მსურს ისევ ორსულობა, მაგრამ ჯერ არ ვარ მზად. მინდა, რომ ჩემი ქალიშვილი ჯერ სკოლაში წავიდეს", - განაცხადა მსახიობმა.

ვარსკვლავური წყვილი ამანდა და თომასი 2017 წელს დაქორწინდნენ, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც მათი პირველი ქალიშვილი ნინა იბადებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system