თავში

Amazon-მა, შესაძლოა, Metro-Goldwyn-Mayer შეიძინოს

Amazon-მა, შესაძლოა, Metro-Goldwyn-Mayer შეიძინოს
Amazon-მა, შესაძლოა, Metro-Goldwyn-Mayer შეიძინოს

Amazon მოლაპარაკებებს აწარმოებს კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-თან (MGM). შესაძლოა, მან კინოსტუდია 9 მილიარდ დოლარად შეიძინოს. ამის შესახებ გამოცემა Variety იუწყება.

Amazon-ისა და MGM-ის წარმომადგენლებს შესაძლო გარიგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

MGM სტუდია 1924 წლიდან ფუნქციონირებს. ახლა ის ნიუ-იორკში დაფუძნებულ საინვესტიციო ფირმას Anchorage Capital-ს ეკუთვნის.

კინოსტუდია MGM მყიდველებს 2020 წლის დეკემბრიდან ეძებს. სტუდიის ღირებულება 5,5 მილიარდი დოლარი იყო, სესხის ჩათვლით. ახლა კომპანია აპირებს, მოძებნოს მყიდველი, რომელიც მზად იქნება ის 9 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინოს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Apple-მა და Comcast-მა მის ყიდვაზე უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მისი ფასი მაქსიმუმ 6 მილიარდი დოლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system