თავში

ამაზონში წელს ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ამაზონში წელს ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
ამაზონში წელს ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, ამაზონის ტყეებში 2008 წლის შემდეგ წელს ტროპიკული ტყეების გაჩეხვის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 2019 წლის აგვისტოდან 2020 წლის ივლისამდე 11 088 კვ.კმ განადგურდა. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერების თქმით, ამაზონი ნახშირბადის მნიშვნელოვანი მარაგია, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს ანელებს. ცნობილია, რომ ამაზონის ტყეებში, სულ მცირე, 3 მილიონი სახეობის მცენარე და ცხოველი ბინადრობს. გარემოსდაცვით ჯგუფს მიაჩნია, რომ ამაზონის ტყეების მასობრივი გაჩეხვა ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს მიერ თანამდებობის დაკავებას უკავშირდება, რადგან ბოლსონარუმ მსოფლიოს უდიდეს ტროპიკულ ტყეებში სოფლის მეურნეობისა და სამთო საქმიანობას ხელი შეუწყო.

პრეზიდენტმა ბოლსონარუმ ფედერალური სააგენტოებს, რომლებსაც უფლება აქვთ, ფერმერები გარემოსდაცვის დარღვევისთვის დააჯარიმონ და დააკავონ, დაფინანსება შეუწყვიტა.

ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, ამაზონის ტყეებიდან ხის მასალის გაყიდვა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, ხოლო თავისუფალი ტერიტორიები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის უნდა მოიხმარონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system