თავში

ამერიკაში ბოტოქსის შემქმნელი გარდაიცვალა

​ამერიკაში ბოტოქსის შემქმნელი გარდაიცვალა
ამერიკაში ბოტოქსის შემქმნელი გარდაიცვალა
© washingtonpost.com

კალიფორნიის საავადმყოფოში Greenbrae 89 წლის ასაკში ამერიკელი ოფთალმოლოგი ალან სკოტი გარდაიცვალა. მან პირველმა შეიმუშავა და გამოიყენა პრეპარატი ბოტოქსი სამედიცინო მიზნებისთვის. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

ექიმი 16 დეკემბერს გარდაიცვალა, მაგრამ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გავრცელდა.

მეცნიერის ქალიშვილმა, ელისონ ფერგიუსონმა განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზი სეფსისით გამოწვეული გართულებები გახდა.

ნივთიერება ბოტულინის ტოქსინი მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა მიღებული. ის კუნთების დამბლას იწვევდა და ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ბიოლოგიური იარაღი.

როდესაც ტოქსინის ნიმუშები სკოტს გადასცეს, მან ამისგან ბოტოქსი შექმნა.

გამოყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 2002 წელს დაამტკიცა.

მას შემდეგ ბოტოქსი ნაოჭების გასასწორებლად 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system