თავში

ამერიკელები უკეთეს ინფორმაციას იმსახურებენ - ჯო ბაიდენი

ამერიკელები უკეთეს ინფორმაციას იმსახურებენ - ჯო ბაიდენი
ამერიკელები უკეთეს ინფორმაციას იმსახურებენ - ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ამერიკელები კორონავირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ უფრო სრულ და გამჭვირვალე ინფორმაციას იმსახურებენ, ვიდრე ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დასკვნაშია ნათქვამი. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააცხადა. "პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკელი ხალხი, მსოფლიო თანამეგობრობა, მედიცინის ექსპერტები, ექიმები - ყველა, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდა, ოჯახები, ვინც ძვირფასი ადამიანები დაკარგეს - ყველა უფრო გამჭირვალე ინფორმაციას იმსახურებს".

ეს განცხადება თეთრ სახლში მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა და 12-მა სახელმწიფომ ჯანმო-ს ანგარიში გააკრიტიკა და კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ინფორმაციის სრული გამჭვირვალობა მოითხოვა. ევროკავშირმა ჩინეთს კვლევების გასაგრძელებლად ექსპერტებისთვის მეტი თავისუფლებისა და ინფორმაციაზე წვდომის გაფართოებისკენ მოუწოდა.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჩინეთი, ინფორმაციის დამალვის გამო, კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და პეკინს მსოფლიო თანამეგობრობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშის სრული ვერსია, რომელიც ჩინეთში ვუჰანში ვიზიტის შედეგად დაიწერა, 30 მარტს გამოაქვეყნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19–ის ლაბორატორიიდან გაჟონვა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა უფრო საიმედო დასკვნების მისაღებად დამატებითი მონაცემები და კვლევები იქნება საჭირო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექსპერტებმა ვირუსის წარმოშობის შესახებ ერთმნიშვნელოვანი დასკვნა ვერ მიიღეს. ჯანმო-ს ხელმძღვანელმა სპეციალისტებს ვირუსის წყაროს ძიების პროცესის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system