თავში

ამერიკელების 68% თვლის, რომ ბაიდენმა პანდემიას თავი კარგად გაართვა

ამერიკელების 68% თვლის, რომ ბაიდენმა პანდემიას თავი კარგად გაართვა
ამერიკელების 68% თვლის, რომ ბაიდენმა პანდემიას თავი კარგად გაართვა

აშშ-ის მოსახლეობის 68% მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ გატარებული ღონისძიებები მართებულია. ამას ABC News-ის დაკვეთით მომზადებული Ipsos-ის გამოკითხვის შედეგები ადასტურებს.

ამასთან, პანდემიის მიმართ ბაიდენის რეაგირებას დადებითად რესპუბლიკელთა 35% მიიჩნევს, ხოლო დემოკრატთა - 98%. 

ამავდროულად, ამერიკელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ შეზღუდვების მოხსნა ჯერ ნაადრევია. გამოკითხულთა 56% თვლის, რომ პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო უნდა იყოს. ხოლო, 50%-ის მოსაზრებით საჭიროა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ გახანგრძლივდეს. 

გარდა ამისა, გამოკითხვით ცნობილი გახდა, რომ ვაქცინაცია აშშ-ის მოსახლეობის 28%-ს ჩაუტარდა, ხოლო 15%-ს ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცა. 

მანამდე, ბაიდენმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლომდე  300 მილიონი ამერიკელი აიცრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system