თავში

ამერიკელებს კანადაში გამგზავრებას არ ურჩევენ

​ამერიკელებს კანადაში გამგზავრებას არ ურჩევენ
ამერიკელებს კანადაში გამგზავრებას არ ურჩევენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) მოქალაქეებს ურჩია, კორონავირუსის შტამის, "ომიკრონის" გამო კანადაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

კერძოდ, CDC-მ კანადაში მოგზაურობის საშიშროების დონე მონიშნა, როგორც "ძალიან მაღალი" და ამერიკელებს მოუწოდა, მოგზაურობაზე უარი თქვან.

საერთო ჯამში, CDC მოქალაქეებს ურჩევს, 80-მდე ქვეყანაში არ ჩავიდნენ.

ამასთან, კანადის მთავრობამ განაცხადა CDC-ის რეკომენდაციების შესახებ იცის და ასევე ურჩევს მოქალაქეებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

გასული წლის ნოემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკიდან და კანადიდან შესვლაზე შეზღუდვები დააწესა. საზღვრები ღია მხოლოდ სრულად ვაქცინირებული უცხოელებისთვის დარჩა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system