თავში

ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები ინდოეთს მასობრივად ტოვებენ

​ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები ინდოეთს მასობრივად ტოვებენ
ამერიკელი სახელმწიფო მოხელეები ინდოეთს მასობრივად ტოვებენ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარი დაუჭირა ინდოეთიდან ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების თვითნებურ დატოვებას, თუკი ისინი საგანგებო მდგომარეობასთან კავშირში არ არიან. მიზეზი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვითარების გაუარესებაა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს ურჩევს, ინდოეთში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

30 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის გამო, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

ინდოეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 412 262 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 21 077 410 ადამიანი დაინფიცირდა.

ინდოეთის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ, პანდემიასთან საბრძოლველად, ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.

შეგახსენებთ, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა "კორონავირუსის ქარიშხალმა მოიცვა".

ინდოეთის დასახმარებლად მსოფლიო სახელმწიფოებმა სამედიცინო აღჭურვილობა, ჟანგბადის ბალონები და მედიკამენტები გაგზავნეს.

ინდოეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო შეშფოთება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმაც გამოხატა.

ინდოეთის ქუჩებში, კრემატორიუმებში ადგილების სიმცირის გამო, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანთა ცხედრებს ქუჩაში წვავენ.

ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე შეიქმნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system