თავში

ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების ნაწილს ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა - NYT

​ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების ნაწილს ტვინის
ამერიკელი სამხედროებისა და დიპლომატების ნაწილს ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა - NYT

130 მეტ ამერიკელ დიპლომატსა და სამხედროს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, თავის ტვინის დაზიანება აღმოაჩნდა. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, "აკუსტიკური თავდასხმებია". ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა New York Times ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ ჯანმრთელობის პრობლების 60 შემთხვევა ჩინეთსა და კუბაში მყოფ ამერიკელებში დაფიქსირდა, შემდეგ დაზიანებები ევროპასა და აზიაში მომუშავე ამერიკელებსაც აღმოაჩნდა.

გაზეთის ცნობით, ტვინის დაზიანების დონე დიპლომატებსა და სამხედროებში თავის ტკივილსა და თვითმკვლელობის შესახებ ფიქრებს შორის მერყეობს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ინციდენტები 5 წლის წინაც ფიქსირდებოდა. მაშინ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია თავდაცვის სამინისტროსგან ყველა შემთხვევის გამოძიებას ითხოვდა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ადმინისტრაციის თანამშრომლები სრულ ცნობებს ვერ იღებდნენ, რადგან ამ ადამიანების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ფედერალურ დონეზე იყო დაცული და წვდომა შეზღუდული იყო, რაც შემდგომ კვლევებს ართულებდა.

New York Times წერს, რომ მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უწყებებს მოუწოდებს, დანიშნონ კოორდინატორები, რომლებიც ჩინოსნებსა და სამხედროებში თავის ტვინის დაზიანებების მიზეზებს დაადგენს და დაშავებულებისთვის სამედიცინო მომსახურების ხარისხს გააუმჯობესებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system