თავში

ამერიკელმა ქირურგებმა მამაკაცს სახე და ორივე ხელი გადაუნერგეს - VIDEO

​ამერიკელმა ქირურგებმა მამაკაცს სახე და ორივე ხელი გადაუნერგეს - VIDEO
ამერიკელმა ქირურგებმა მამაკაცს სახე და ორივე ხელი გადაუნერგეს - VIDEO

პირველად მსოფლიოში ამერიკელმა ქირურგებმა მამაკაც სახე და ორივე ხელი ერთდროულად გადაუნერგეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2018 წელს ნიუ-ჯერსიში მამაკაცი, სახელად ჯო დიმეო სახლში ღამის სმენიდან ბრუნდებოდა. მას საჭესთან ჩაეძინა, შედეგად ავტომობილი ღობეს შეეჯახა, ამობრუნდა და დაიწვა. მამაკაცმა სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო.

ავარიის შემდეგ დიმეომ 4 თვე საავადმყოფოში გაატარა. მას 20 ოპერაცია ჩაუტარეს. ექიმებმა მისთვის გარდაცვლილი დონორისგან სახისა და ორივე ხელის გადანერგვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ოპერაცია 23 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტრანსპლანტაციიდან ნახევარი წლის შემდეგ დიმეომ დახამხამება, წარბის აწევა და სახის სხვა მანიპულაციების განხორციელება შეძლო. მას დამოუკიდებლად ჩაცმა, ძაღლთან თამაში და გოლფით დაკავებაც კი შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system