თავში

ამერიკის კინოაკადემია "ოსკარის" ვირტუალურ ფორმატში ჩატარებას არ აპირებს

​ამერიკის კინოაკადემია "ოსკარის" ვირტუალურ ფორმატში ჩატარებას არ აპირე
ამერიკის კინოაკადემია ოსკარის ვირტუალურ ფორმატში ჩატარებას არ აპირებს

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია "ოსკარის" დაჯილდოების 93-ე ცერემონიის ვირტუალურ ფორმატში ჩატარებას არ აპირებს. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

ივნისის შუა რიცხვებში აკადემიის წევრების გადაწყვეტილებით ღონისძიება 28 თებერვლიდან 25 აპრილამდე გადაიდო, იმის იმედით, რომ ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კინოთეატრები გაიხსნებოდა და ნომინაციებისთვის განაცხადის გაკეთებას მეტი ფილმი შეძლებდა. ახლა კი ისინი იმედოვნებენ, რომ "ოსკარს" ლოს-ანჯელესის Dolby-ს კინოთეატრში მაინც გამართავენ, თანაც სტუმრების თანდასწრებით.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, უსაფრთხოების რა ზომები იქნება დაცული. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, თანახმა იქნებიან თუ არა ნომინანტები, ცერემონიას პირადად დაესწრონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system