თავში

Amnesty ჰონგ-კონგში შტაბ-ბინას დახურავს

​Amnesty ჰონგ-კონგში შტაბ-ბინას დახურავს
Amnesty ჰონგ-კონგში შტაბ-ბინას დახურავს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International წლის ბოლომდე ჰონგ-კონგში შტაბ-ბინას დახურავს. ინფორმაციას Nikkei Asia ავრცელებს.

მისი ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ პეკინის მიერ ეროვნული უსაფრთხოების კანონის დაწესების გამო ორგანიზაციის საქმიანობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

ორგანიზაციის ჰონგ-კონგის შტაბ-ბინის მუშაობა, რომელიც 30 ადამიანი მუშაობდა, რეგიონის სხვა ოფისებში გადანაწილდება.

უფლებადამცველების თქმით, უსაფრთხოების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ხელისუფლებამ ჰონგ-კონგში განსხვავებული აზრის მასობრივი ჩახშობა დაიწყო, ათობით აქტივისტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააპატიმრა, ბიბლიოთეკიდან წიგნები ამოიღო და კრიტიკულად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ჯგუფებზე ზეწოლა გაზარდა.

შედეგად, 60-ზე მეტი ასეთი ორგანიზაცია, მათ შორის პოლიტიკური პარტიები, ქალაქის უდიდესი პროფკავშირი და ჯგუფი, რომელიც ჩინელი ადამიანის უფლებათა იურისტების სახელით მოქმედებს, ბოლო თვეების განმავლობაში დაიშალა.

ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი 2020 წლის ივნისის ბოლოს, მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ მიიღეს, რომლებმაც გასულ წელს ავტონომიური პროვინცია მოიცვა.

ახალმა კანონმა მნიშვნელოვანი შეზღუდვები დააწესა ჰონგ-კონგში სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და გაუადვილა მას დემონსტრანტების დასჯა. პეკინმა განაცხადა, რომ კანონი მიზნად ისახავს „აჯანყების წაქეზების“ თავიდან აცილებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას, მაგრამ მისი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კანონი არღვევს შეთანხმებას, რომლის თანახმად ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system