თავში

Amnesty International ლი ვენლიანის გარდაცვალებას ეხმაურება

​Amnesty International ლი ვენლიანის გარდაცვალებას ეხმაურება
Amnesty International ლი ვენლიანის გარდაცვალებას ეხმაურება

ლი ვენლიანგი ის ტრაგიკული მაგალითია, რომელიც გვახსენებს, როგორც ცდილობენ ჩინეთის ხელისუფლების პირები ვითომ „სტაბილურობის“ შენარჩუნებას საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების ჩახშობის გზით, - ასე უფლებადამცველ ორგანიზაციაში Amnesty International ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანის გარდაცვალებას ეხმაურება, რომელიც საზოგადოებას კორონავირუსის შესახებ აფრთხილებდა.

"ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩინეთისთვის. არავინ უნდა გახდეს დაშინებისა და სანქციების სამიზნე იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის არსებულ საშიშროებებზე საუბრობს", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფაქტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩინეთის ელჩი ქუი ტიანკაიც ეხმაურება.

ის თავდადებული ექიმი იყო. ძალიან მადლიერი ვართ იმისთვის, რაც კორონავირუსთან ბრძოლაში გააკეთა“, – წერს ელჩი "ტვიტერზე".

საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა იმ ფაქტს, რომ საავადმყოფო და ოფიციალური პირები ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system