თავში

Amnesty International სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ადასტურებს - PHOTO

Amnesty International სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენე
Amnesty International სომხეთის მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას ადასტურებს  - PHOTO

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International-მა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდას დაბომბვისთვის დაადასტურა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება.

ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:30 საათზე, ქალაქის მიმართულებით ერთი ან მეტი "სმერჩის" ტიპის რაკეტა იქნა გაშვებული, რომელიც საავადმყოფოს მახლობლად მდებარე საცხოვრებელ კვარტლებს მოხვდა.

ბარდის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 70 დაიჭრა.

Amnesty International–ის ექსპერტებმა დაადასტურეს ფოტოკორესპონდების მიერ გადაღებული ფოტოსურათების ავთენტურობა. მათზე აღბეჭდილია 9N235 კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტები, რომელიც ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩიდან" იყო ნასროლი.

"კასეტური საბრძოლო მასალებით საცხოვრებელი კვარტლების დაბომბვა არის სასტიკი და უპასუხისმგებლო ქმედება, რასაც ადამიანების სიკვდილი, დაჭრა და ტანჯვა მოჰყვა", - განაცხადა Amnesty International- ის რეგიონალურმა დირექტორმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მარია სტრუტერსმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system