თავში

ამონის წინასწარმეტყველის სამარხი ეგვიპტეში დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

ამონის წინასწარმეტყველის სამარხი
ამონის წინასწარმეტყველის სამარხი ეგვიპტეში დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა

მეცნიერებმა ეგვიპტეში ორ უძველეს სამარხში სარესტავრაციო სამუშაოები დაასრულეს. ისინი ლუქსორის ტერიტორიაზე მდებარეობს და ორ ჩინოსანს ეკუთვნის.

ერთში ღმერთ ამონის მეოთხე წინასწარმეტყველი რაეა დაკრძალული, რომელიც ეგვიპტის XIX დინასტიის პერიოდში ოფიციალურ პირს წარმოადგენდა.

მეორე სამარხი XX დინასტიის პერიოდით თარიღდება და მასში სამეფო ჟამთააღმწერელი ნიაა დაკრძალული.

გარდა ამისა რესტავრატორებმა ხონსუს ტაძარში დაასრულეს მუშაობა, რომელიც ფარაონ რამზეს III პერიოდშია აგებული.

სამივე ობიექტის მონახულება უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system